ბრძანება sed გამოიყენება ტექსტური ფაილების დასარედაქტირებლად, მაგალითი: sed -e 's/oldstuff/newstuff/g' inputFileName > outputFileName სადაც s — შეცვლა; g — გლობალური, აქ ნიშნავს რომ «მთელი სტრიქონზე». პირველი სლეშის მერე თავსდება საძებნი რეგულარული გამოსახულება, ამ შემთხვევაში რაც უნდა ამოიცვალოს, მეორე სლეშის მერე კი ის გამოსახულება რომლითაც უნდა შეიცვალოს. შეცვლის ბრძანება (s///) უდაოდ ყველაზე უფრო გამოყენებადი და საჭირო ბრძანება sed-ის არსენალიდან. სტანდარტული გამოტანის გადამისამართება «> outputFileName» შეიძლება გამოვტოვოთ, მაშინ ყველაფერი ეკრანზე გამოვა. Unix-ში sed-ი ხშირად გამოიყენება კონვეირის ფილტრად (|, ან pipe): generate_data | sed -e 's/x/y/' ასეთნაირად, გენერირდება მონაცემები და გადაეცემა კონვეირს, იმისათვის რომ x შეიცვალოს y-ით. რამოდენიმე ბრძანება შეიძლება ჩაწერილი იქნას ფაილში, მაგალითად, subst.sed, და შემდეგ გამოყენბული იქნას შემდეგნაირად: sed -f subst.sed inputFileName > outputFileName შემდეგი მაგალითი წაშლის ცარიელ ხაზებს ან ხაზებს რომელშიც მხოლოდ პრობელებია: sed -e '/^ *$/d' inputFileName რეგულარულ გამოსახულებებში გამოიყენება შემლეგი სიმბოლოები: * ^ შეესაბამება სტრიქონის დასაწყისს * $ შეესაბამება სტრიქონის ბოლოს * . შეესაბამება ნებისმიერ ერთადერთ სიმბოლოს * * შეესაბამება ნულჯერ ან მეტჯერ განმეორებულ წინა სიმბოლოს * [ ] შეესაბამება ერთ ნებისმიერ ამ ფრჩხილებში ჩასმულ სიმბოლოს, [ ] sed — ერთერთი უძველესი ბრძანებაა Unix-ის, რომელიშიც წარმატებულად გამოიყენება რეგულარული გამოსახულებები, ამასთან მუშაობაშიც ის ერთერთი სწრაფია (უსწრაფესი). GNU sed აქვს რამოდენიმე სიახლე, მაგალითად მას შეუძლია რადაქტირება ორიგინალ ფაილში, მაგალითად: sed -i 's/abc/def/' file ჩემი აზრით ეს ვარიანტი ყველაზე უფრო მისაღებია პრაქტიკაში